თურქული სამზარეულო 22/2019

„ზეითუნის ზეთიანი ბულგარული წიწაკის ტოლმა“

1207093
თურქული სამზარეულო 22/2019

თურქული სამზარეულო 22/2019

„ზეითუნის ზეთიანი ბულგარული წიწაკის ტოლმა“

ძვირფასო რადიომსმენელებო დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ ზეითუნის ზეთით მომზადებული ბულგარული წიწაკის ტოლმის რეცეპტს. თურქულ სამზარეულოში „ზეითუნის ზეთიანის“ სახელით ცნობილ კერძებს ძირითადად ცივად მიირთმევენ და ხორცის გარეშე და რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთით მზადდება. ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის გარეშე მომზადებული ეს ტომა შეუძლიათ მიირთვან ასევ ვეგანებმა და ვეგეტარიანელებმა. 

„ზეითუნის ზეთიანი ბულგარული წიწაკის ტოლმა“-ის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

16 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

4 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

2 წყლის ჭიქა ბრინჯი

2 სუფრის კოვზი ფიჭვის კაკალი

12 სუფრის კოვზი შავი წვრილი ყურძნის ჩირი  (kuşüzümü)

მარილი

½ ჩაის კოვზი შავი პილპილი

1 ცაის კოვზი გამხმარი პიტნა

1 ჩაის კოვზი ბაჰარი

1 სუფრის კოვზი შაქარი

2 წყლის ჭიქა წყალი

3-4 ცალი პომიდორი - ტოლმაზე ზემოდან დასადებად

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე.

1 წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი ქვაბში ჩაასხით და მასში ხახვი და ფიჭვის კაკალი მოხალეთ. ბრინჯის კარგად გარეცხეთ. მას შემდეგ რაც ხახვი მოითუშება ბრინჯი ჩაამატეთ და მოხალვა გააგრძელეთ. ჩაამატეთ მარილი, წვრილი ყურძენი, შავი პილპილი, პიტნა, შაქარი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ორი ჭიქა წყალი და ბრინჯი ცოტა მოხარშეთ.  დაელოდეთ ბრინჯის გაციებას. შემდეგ დაამატეთ ბაჰარი და მოურიეთ. გემო გაუსინჯეთ და თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მარილი და შაქარი კიდევ დაამატოთ.

ბულგარულ წიწაკას ყუნწი და გული ამოაცალეთ. მომზადებული ბრინჯის მასით პილპილი ამოავსეთ. პომიდორი მსხვილად დაჭერით და გავსებულ ტოლმებს ზემოდან დააფარეთ ისე რომ ბრინჯის რა გადმოვიდეს. მომზადებული ტოლმები ღრმა ქვაბში ჩააწყვეთ. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი მოასხით, დაასხით წყალი ისე რომ ტოლმა ნახევრამდე დაიფაროს და საშუალო ცეცხლზე 30 წუთი ხარშეთ. სუფრასთან ოთახის ტემპერატურაზე გაციებული ტომა მიიტანეთ. შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები