ტურიზმი თურქეთში 22

5 ათასწლოვანი ჰარრანი

1209012
ტურიზმი თურქეთში 22

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში, კონკრეტულად კი შანლიურფას საოლქო ცენტრიდან 44 კმ-ით დაშორებულ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემო მესოპოტამიაში  მდებარე და 5 ათას წლოვანი ისტორიის მქონე ჰარრანს გაგაცნობთ........

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული წერილობითი სტელების მიხედვით, ჰარანის სახელი 4000 წლის განმავლობაში უცვლელი ყოფილა და ეს სიტყვა ძველ შუმერულ და აქადურ ენებზე “მოგზაურობას, ქარავანს", ან გზაჯვარედინს ნიშნავს.
მართლაც და ჰარრანი, მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარეობს და ეს დასახლება აერთიანებს ანატოლიასა და მესპოტამიას შორის, ამიტომაც ათასწლეულების მანძილზე ამ რეგიონებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები სუფევდა, ხოლო მეორეს მხრივ მრავალი კულტურული მემკვიდრეობა გადავიდა ერთმანეთში, განსაკუთრებით მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ფილოსოფიაში რა, ჰარრანი ამ ყველაფრის ერთ ერთი მძლავრი ცენრტთაგანიც იყო

დღეს მსოფლიოში არსებული სამი ძირითადი ფილოსოფიური სკოლიდან ერთ ერთი ჰარრანის სკოლა წარმოადგენდა. მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უძველესი უნივერსიტეტიც სწორედ აქ მოქმედებდა

ჰარრანელი მეცნიერი საბიტ ბინ კურრა იყო ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი და ექიმი, რომელმაც ბერძენი ფილოსოფოსების ნამუშევრები თარგმნა არაბულ ენაზე; აქაური მეცნიერი იყო ბატტანიც, ევროპელები მას ალბატანიუსს უწოდებდნენ, რომელიც დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს ანგარიშობდა. ჰარრანელი ქიმიკოსი ჯაბირ ბინ ჰაიანი კი მოლეკულების და ბირთვების არსებობაზე საუბრობდა. ჰარრანელი იყო ასევე იმდროინდელი მსოფლიოს განთქმული ისლამი მეცნიერი შეიხულ ისლამ იბნი ტეიმიე და ა.შ. იმ პერიოდის ჰარრანის უნივერსიტეტში ასტრონომია, მედიცინა, მათემატიკა, ფილოსოფია და რელიგია ისწავლებოდა.

ჰარანი მრავალი თურქულ-ისლამური სახელმწიფოს მომსწრე იყო და 1260-იან წლებში იგი მონღოლებმა დაიპყრეს რა,  ქალაქის ნათელი დღეები დასრულდა და თანდათანობით დაპატარავდა და გახდა პატარა დასახლება.

ჰარანში 22 მეტრის სიმაღლის მრგვალი ყორღანის კვლევამ დაადასტურა, რომ ჰარრანში ათასობით წლის განმავლობაში უწყვეტი ცხოვრება სუფევდა და ამის დამამტკიცებელი სხვადასხვა პერიოდის უამრავი არქიტექტურულ ნაშთები და აღმოჩენები არსებობს

ყველაზე მონუმენტურს ამ ქალაქში, მე-11 საუკუნეში ახლიდან რესტავრირებული ციხე-გალავანი წარმოადგენს, რომელიც დღეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა.

დიდი მეჩეთი აშენდა მე -8 საუკუნეში და იგი ანატოლიაშიც და მსოფლიოშიც აშენებულ პირველ მუსლიმანურ სალოცავთაგანს წარმოადგენს რა, იგი ანატოლიური არქიტექტურითაა ნაშენები

ჰარრანის სხვა მონუმენტურ ძეგლებს შორისაა ბაბილონის პერიოდში, დაახლოებით ჩ.წ-მდე 2000 წლის წინ აშენებული მთვარის ღმერთის, სინეს ტაძარი, რომაულ-ბიზანტიური პერიოდის ნანგრევები და მე -12 საუკუნის დიდი ისლამური მეცნიერის, შეიხ იაჰია ელ ჰარრანის აკლდამა მავზოლეუმი

დღეს ჰარრანის ყველაზე საინტერესო ისტორიულ და კულტურულ საგანძურს წარმოადგენს აქაური სახლები. ამ ტრადიციულ სახლებს აქვთ კონუსური გუმბათების ფორმა და ისინი გვერდიგვერდ დგანან რა, შიდა ეზოს თაღებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ზაფხულში გრილები, ხოლო ზამთარში კი თბილები არიან. ჰარანი დღეს არქეოლოგიური და ურბანული უბანია და ეს გუმბათოვანი სახლები დაცულია სახელმწიფოს მხრიდან. ყოველწლიურად 100 ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის ჰარრანის სანახავად

 



მსგავსი ინფორმაციები