აბდულა ერენი "თურქეთი მხარს უჭერს ყირიმელ თათრებს"

აბდულა ერენი "თურქეთი მხარს უჭერს ყირიმელ თათრებს"

1206891
აბდულა ერენი "თურქეთი მხარს უჭერს ყირიმელ თათრებს"

ყირიმელი თათრების გადასახლების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს (YTB) და ყირიმელი თათრების კულტურისა და თანადგომის ასოციაციის თანამშრომლობით გამართული ღონისძიების შემდეგ YTB-ს ხელმძღვანელმა აბდულა ერენმა განაცხადა: „ბოლო 200 წლის მანძილზე თუ ჩენს ცივილიზაციას გადავხედავთ განსაკუთრებით ოსმალეთის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ დიდ ტკივილს დავინახავთ. მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ბალკანეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში დიდი კატასტროფებია...  YTB-ს მიაჩნია, რომ ხვალ უკეთესი მსოფლიოს შექმნის მიზნით, ცივილიზაციის კულტურის მოსავლელად საერთო პრობლემები, ტკივილი, ბედი უნდა გავიხსენოთ.“

ერენის განცხადებით, ღონისძიების დროს უკრაინიდან, ყირიმიდან სტუმრების და გადასახლებულების ცოცხალი მოწმეების მოსმენის საშუალება მიეცათ, მათ თვალწინ გადაეშალათ ის ტკივილი და პრობლემები, რაც გადასახლების დღეებში შეიქმნა და დაამატა, რომ სტალინის პერიოდში 1944 წელში მილიონამდე ადამიანი იქნა გადასახლებული.

აბდულა ერენმა იმედი გამოთქვა, რომ განცდილი ტკივილი გაკვეთილი იქნება და დასძინა: „ჩვენი ყირიმელი თათარი თურქი ძმების ბრძოლა პოლიტიკური, კულტური, სოციოლოგიური, ეკონომიკური გზებით გრძელდება. მეხსიერებას ვაცოცხლებთ. თურქეთი როგორც ყოველთვის ყირიმელი თათრების ბრძოლაში დღესაც მათ გვერდითაა.  პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაწეული მუშაობის მხარდაჭერა ჩვენს ღონისძიებაზეც გამოგზავნილი ტელეგრაფით კიდევ ერთხელ აჩვენა.“


საკვანძო სიტყვები: #ყირიმელი თათრები

მსგავსი ინფორმაციები