ტრამპი მექსიკასაც დაემუქრა

“ეს ქვეყანა უახლოეს ხანებში ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებს“

1205784
ტრამპი მექსიკასაც დაემუქრა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მექსიკაში საკმარის ზომებს არ იღებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში უკანონო მიგრაცია შეჩერდეს, ამიტომაც ამ ქვეყნის მისამართით მუქარის შემცველი მესიჯი გაავრცელა. "მექსიკა შეცდომას სჩადის, უახლოეს ხანებში ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებს“, ხაზი გაუსვა ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში. მისივე აზრით, მექსიკა თითქმის არაფერს აკეთებს აშშ-ში სამხრეთ საზღვრიდან არალეგალური შესვლის შეჩერებისათვის და ისე იქცევა, თითქოსდა აშშ-ის გადასახადის გადამხდელებმა უნდა იკისრონ უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც ცნობილია, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, გვატემალიდან, ჰონდურასიდან და ელ სალვადორიდან ძალადობასა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტები მექსიკის საზღვართან იყრიან თავს და იქიდან ცდილობენ აშშ-ში შესვლას, ხოლო ამის პარალელურად მექსიკიდან დიდი ოდენობით შედის ნარკოტიკებიც და ამიტომ ტრამპი, მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის მშენებლობას უჭერს მხარს



მსგავსი ინფორმაციები