TRT-მ განმანთავისუფლებელი ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტები გამართა

TRT-მ განმანთავისუფლებელი ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტები გამართა

1204733
TRT-მ განმანთავისუფლებელი ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტები გამართა

 

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ, ათათურქის მიერ 1919 წლის 19 მაისს დაწყებული განმანთავისუფლებელი ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით გუშინ „ეროვნული განმანთავისუფლებელი ბრძოლის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი თურქული ხალხური მუსიკის და თურქული კლასიკური მუსიკის TRT-ს ახალგაზრდათა გუნდების ერთობლივი კონცერტები“ გამართა.     

კონცერტებზე TRT-ს ახალგაზრდების გუნდის 600 წევრი ანკარაში, სტამბოლში, იზმირში, ტრაპიზონში, ერზურუმში და ანტალიაში მონაცვლეობით გამოვიდნენ სცენაზე.   

TRT-ს ახალგაზრდების გუნდი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ 1919 წლის 19 მაისს დაწყებული განმანთავისუფლებელი ომის მე-100 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის ფარგლებში მთელი წლის მანძილზე გამართავს კონცერტებს.

კონცერტი პირდაპირი ეთერით იქნა ტრანსლირებული სატელევიზიო არხებით  TRT Müzik და TRT Avaz-ით და რადიო არხებით TRT Türkü და TRT Nağme.



მსგავსი ინფორმაციები