აბდულა ერენი სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან გაწმენდილ რეგიონებს ეწვია

აბდულა ერენი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან გაწმენდილ, ოპერაციების „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ რეგიონებს ეწვია

1202333
აბდულა ერენი სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან გაწმენდილ რეგიონებს ეწვია
ytb firat kalkani1.jpg

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს ხელმძღვანელი აბდულა ერენი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან გაწმენდილ, ოპერაციების „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ რეგიონებს ეწვია.

დელეგაციამ ქილისის მოპირდაპირედ სირიის ტერიტორიაზე მდებარე აზეზის, ჯერაბლუსის, ბაბისა და ჩობანბეის რეგიონებში მიმდინარე საგანმანათლებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი უნივერსიტეტები მოინახულა.  

დელეგაცია, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს მხრიდან, ჩობანბეიში აფრინის ოპერაციის დროს დაღუპული პირველი სამხედროს მუსა ოზალქანის ანდერძის მიხედვით აგებულ კულტურის ცენტრში გამართულ იფთარის ვახშამზე ობოლ ბავშვებთან ერთად რეგიონის მოსახლეობას შეხვდა.

აბდულა ერენის განცხადებით, სამმართველო უამრავი ახალგაზრდის აკადემიური განვითარებაში წვლილის შესატანად, რომლებიც იძულებული გახდნენ სირიის შიდა ომის გამო სწავლა შეეწყვიტათ, ბევრ სამუშაოს ატარებს და ეს ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სირიის აღმშენებლობაში.



მსგავსი ინფორმაციები