იფთარს მუსლიმანებთან ერთად ქრისტიანებიც მიუსხდნენ
სამარხვო ვახშამმა ორი მრევლი დაახლოვა
1199546

ისლამური რელიგიისა და კულტურის ყველაზე გამორჩეული პერიოდი რამაზანობა, ერთ სუფრაზე ახვედრებს სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებს, მათ შორის მუსულმანებსა და ქრისტიანებს. სწორედ ერთი ასეთი ლამაზი სუფრა გაიშალა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სადაც, შვედეთის ისლამური ასოციაციების ფედერაციის მიერ სამარხვო ვახშამი იფთარი იქნა ორგანიზებული და მასზე, მუსლიმანებთან ერთად ქრისტიანებიც მიუსხდნენ სუფრას. ამ ორი რელიგიის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტოკჰოლმში ემრე იუნტა და შვედეთის ეკლესიის მღვდელთა კავშირის ხელმძღვანელი პეტერ ლოვ როოსი, რომლებმაც წარმოთქმულ სიტყვებში, მუსლიმანი და ქრისტიანი მრევლების გაცნობა-დაახლოების მიზნით, ასეთი სუფრების და შეხვედრების გახშირება მოითხოვეს