რომის პაპი ბოშებს შეხვდა

“მე თქვენთვის ვლოცულობ, რადგან, თავს თქვენთან ახლოს ვგრძნობ“

1199130
რომის პაპი ბოშებს შეხვდა

 

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა, რომის პაპმა ფრანცისკამ,  იტალიის დედაქალაქ რომის სოციალურ თავშესაფარში გადაყვანილი ბოშებისა და არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ატეხილი რასისტული თავდასხმების გამო, მკაცრი უარყოფითი რეაქცია გამოხატა.

პაპმა, ექსტრემისტული მემარჯვენეების რასისტული თავდასხმების ქვეშ მყოფი ბოშების ჯგუფს ვატიკანის რეზიდენციაში უმასპინძლა და მათთან საუბარში თქვა: "მე თქვენთვის ვლოცულობ, რადგან, თავს თქვენთან ახლოს ვგრძნობ და როცა მე გაზეთებში რაიმე ცუდს ვკითხულობ, სიმართლის თქმისათვის ვიტანჯები. მე ხშირად ვეცნობი ასეთ ამბებს. ეს არ არის ცივილიზაცია, ცივილიზაცია არის სიყვარული".

მანვე მკაცრად გააკრიტიკა ბოშების მიმართ, “მეორე კლასის მოქალაქე“ ტერმინის გამოყენებაც და ხაზი გაუსვა, რომ მეორე კლასის მოქალაქე არის ის, ვინც არჩევს და ამდაბლებს სხვებს, რადგან მათ არ იციან, თუ როგორ უნდა ჩაეხუტონ სხვებს.

“ნამდვილი გზა არის ძმობის და მეგობრობის გზა და ჩვენი კარი ასეთი გზისათვის, ყოველთვის და ყველასათვის ღია უნდა დარჩეს“, აღნიშნა ფრანცისკამ



მსგავსი ინფორმაციები