იცით თუ არა, რომ? 18/2019

ანტიკური ქალაქი ტროა

1199090
იცით თუ არა, რომ? 18/2019

ანტიკური ქალაქი ტროა

იცით თუ არა, რომ ანტიკურ ქალაქ ტროას ყოველ წლიურად 500 ათასზე მეტი ადამიანი ათვალიერებს?

 

ჩანაქქალეში მდებარე ტროა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიკური ქალაქია. ტროაში ნანახი 9 ფენა გვიჩვენებს 3000 წელზე მეტ უწყვეტ დროს და საშუალებას გვაძლევს ამ უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ხვდება ანატოლია, ეგეოსი და ბალკანეთი, აქ დასახლებული ცივილიზაციები გამოვიკვლიოთ. ტროას ყველაზე ადრეული დასახლება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3000-2500 წლების ადრეული ბრინჯაოს ხანისაა. ტროას ფენები, რომლებიც მუდმივად იყო დასახლებული, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 85 წლიდან - ჩვენი წელთ აღრიცხვის მე-8 საუკუნით დათარიღებული რომაული პერიოდით სრულდება. ტროა, გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ არსებული ცივილიზაციების სხვა რეგიონებთან სავაჭრო და კულტურული კავშირების თვალსაზრისით ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ქალაქი უწყვეტი ფენებით ევროპისა და ეგეოსის რეგიონების სხვა არქეოლოგიური ადგილებისათვის მინიშნებებსაც აკეთებს.

პირველად 1871 წელში ჰაინრიხ შლიმანის მიერ დაწყებული არქეოლოგიური გათხრები ამ ბრწყინვალე ქალაქში ისევ გრძელდება. ტროა 1998 წელში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები