“დიდი ჩამლიჯას მეჩეთი“ გაიხსნა

იგი 63 ათას მომლოცველზეა გათვალისწინებული

1194660
“დიდი ჩამლიჯას მეჩეთი“ გაიხსნა

 

დღეს სტამბულის ყველაზე მაღალ, ჩამლიჯას გორაზე, რ.თ. ერდოღანის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა თურქეთის ყველაზე უდიდესი “დიდი ჩამლიჯას მეჩეთი“, რომელსაც საძირკველი 6 წლის წინ ჩაეყარა. 63 ათასი ადამიანის ტევადობის მქონე ეს მეჩეთი დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა და საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ადგილობრივმა და უცხოელმა სტუმარმა. დღეს, მთელი დღის  განმავლობაში ამ მეჩეთში ყურანი წაიკითხება. ბრწყინვალე და ფეშენებლური ოსმალურ-სელჩუკური არქიტექტურით ნაშენები ეს მეჩეთი, რომელიც ჩანს მეგა ქალაქის ყველა წერტილიდან, სტამბოლის ახალი სიმბოლოთაგანი გახდება. 15 ათას მეტრზე განფენილ ამ მეჩეთს 6 მინარეთი გააჩნია, ხოლო ღია და დახურული სამლოცველოების გარდა მის კომპლექსში შედის ასევე მედრესე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი და ა.შ.



მსგავსი ინფორმაციები