სულთან სულეიმანის პორტრეტი 5 მილიონ 323 ათას 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
სულთან სულეიმანის პორტრეტი 5 მილიონ 323 ათას 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
1193856
სავარაუდოდ, იტალიელი მხატვრის ჯენტილე ბელინის თაყვანისმცემლის მიერ დახატული ოსმალეთის სულთნის კანუნი, სულთან სულეიმანის პორტრეტი ინგლისში 5 მილიონ 323 ათას 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სულთან სულეიმანის პორტრეტი ლონდონში, „სოთბის“ აუქციონის სახლში გამოფენილ „ისლამური სამყაროს სულთნები“ სახელწოდების გამოფენაზე გაიყიდა. „სოთბის“ აუქციონის სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულთან სულეიმანის პორტრეტი მათ მიერ გუშინ აუქციონზე გატანილი ყველაზე ძვირადღირებული ორი ნაშრომიდან ერთ-ერთი გახლდათ.