იცით თუ არა, რომ? 16/2019

"თურქული ლუქუმი"

1186794
იცით თუ არა, რომ? 16/2019

თურქული ლუქუმი

იცით თუ არა, რომ თურქული ლუქუმი მსოფლიოში ცნობილია და ნაპოლეონი, უინსტონ ჩერჩილი და პიკასო იმ ცნობილ პიროვნებებს შორის ყვნენ, რომელთაც ეს თურქული ტკბილეული ძალიან უყვარდათ.

ლუქუმი არის ტრადიციული თურქული დესერტი, რომელიც მზადდება წყლის, შაქრისა და სახამებლის გამოყენებით. გადმოცემის თანახმად, ოსმალურად „ყელის დამამშვიდებელი“ სიტყვიდან არის წარმოებული. მე-15 საუკუნიდან მას უკვე იცნობენ ანატოლიაში, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში გავრცელდა. ლუქუმი ბრიტანელი მოგზაურის მეშვეობით 'Turkish Delight'-ის  სახელით მე-18 საუკუნეში ევროპაშიც გაიცნეს. ადრე თაფლით ან ბაქმაზისა და ფქვილით მომზადებული ლუქუმის დამზადება მე-17 საუკუნეში  რაფინირებული შაქრით დაიწყეს და განსაკუთრებით სახამებლის ქვეყანაში შემოტანით მისი მომზადების წესი და გემო შეიცვალა.

ლუქუმს, რომელიც უინსტონ ჩერჩილისა და ნაპოლეონის მსგავს მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს ძალიან უყვარდათ, მხატვარი პიკასო კონცენტრაციის ასამაღლებლად ანიჭებდა უპირატესობას.

დღესდღეობით ამზადებენ სხვადასხვა სახეობის ლუქუმს, ისეთებს როგორიცაა ჩვეულებრივი, თხილიანი, ფსტიანი, ნიგვზიანი, ნუშიანი, ქოქოსიანი, ფორთხოლიანი, ვარდის ფურცლიანი, მარწყვიანი, ლიმნიანი, პიტნიანი, ვანილიანი, ჯანჯაფილიანი და სხვა.



მსგავსი ინფორმაციები