თურქული სამზარეულო 16/2019

„ზეითუნის ზეთით მომზადებული ნედლი ცერცვი“

1185993
თურქული სამზარეულო 16/2019

თურქული სამზარეულო 16/2019

„ზეითუნის ზეთით მომზადებული ნედლი ცერცვი“

დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ „ზეითუნის ზეთით მომზადებული ნედლი ცერცვის“ რეცეპტს. თურქულ სამზარეულოში ხორცის გარეშე, ზეითუნის ზეთით მომზადებულ და ძირითადად ოთახის ტემპერატურაზე მოხმარებულ ყველა კერძს „ზეითუნის ზეთის კერძს“ უწოდებენ ანუ ეს სახელი აღნიშნავს არა იმას თუ რომელი ზეთისგან მზადდება კერძი, არამედ მის სახეობას. თითქმის ყველა ბოსტნეულის და პარკოსნების უმრავლესობის ზეითუნის ზეთით მომზადებაა შესაძლებელი.  ეს კერძები იდეალურია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.

 

ცერცვი თურქულ სამზარეულოში გამოიყენება როგორც ნედლი ასევე გამხმარი. გაზაფხული სწორედ ის დროა, როდესაც მცირე ხნით ნედლი ცერცვის მომზადებაა შესაძლებელი. მაშ ასე გთავაზობთ „ზეითუნის ზეთით მომზადებული ნედლი ცერცვის“ რეცეპტს.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 კგ ნედლი ცერცვი

3 ცალი ხახვი

1 კბილი ნიორი

ნახევარი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ტკბილის კოვზი შაქარი

1 ცალი ლიმონის წვენი

1,5 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

1 ჩაის კოვზი მარილი

5-6 ღერი კამა

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

ცერცვი გარეცხეთ, თავსა და ბოლოში ხმელი ადგილები მოაცალეთ და ორ ან სამ ნაწილად დაანაწევრეთ.  იმისთვის, რომ ცერცვი არ გაშავდეს ლიმნიან წყალში ჩაყარეთ. ხახვი ნახევარად მრგვლად დაჭერით, ასევე წვრილად დააქუცმაცეთ ნიორიც. ხახვი და ნიორი ქვაბში ჩაყარეთ და ზეითუნის ზეთში 4-5 წუთი მოთუშეთ. ჩაამატეთ ფქვილი და მოთუშვა გააგრძელეთ. ამავდროულად ცერცვი გადაწურეთ და ხახვს ჩაამატეთ, ზედ შაქარი, მარილი, ლიმნის წვენი, ცხელი წყალი დაამატეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე ცერცვის დარბილებამდე ხარშეთ. მოხარშული ცერცვი გაცივების შემდეგ გადაიტანეთ სერვისის თეფშზე, ზემოდან წვრილად და ჭრილი კამა მოაყარეთ და სურაზე ისე მიიტანეთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები