YTB-ს უფროსი აბდულლაჰ ერენი ჩრდილოეთ კვიპროსს სტუმრობს

იგი ამ ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს

abdullah eren-mustafa akinci.jpg
kktc iyilik festivali.jpg
abdullah eren.jpg
kktc iyilik festivali.jpg

 

ჩრდილოეთ კვიპროსის ფონდების და საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს, YTB-ს ერთობლიობით, ჩრდილოეთ კვიპროსის 8 რეგიონში, ე.წ. “სიკეთის ფესტივალი“ ჩატარდა, რომელზედაც სიტყვით გამოსულმა  საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს უფროსმა აბდულლაჰ ერენმა თქვა, რომ კუნძულზე მცხოვრები თურქების კეთილდღეობის ამაღლებისა და მის თურქეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ყველანაირ საუკეთესო მცდელობებს იჩენენ და ამ მცდელობებს მომავალშიც გააგრძელებენ.

YTB-ს უფროსს,  აბდულაჰ ერენს ამავე ფესტივალის ფარგლებში პირისპირი შეხვედრები გაუმართეს ჩ.კ.თ.რ. პრეზიდენტ მუსტაფა აქინმა, პრემიერ მინისტრმა ტუფან ერჰურმანმა და ვიცე პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კუდრეტ ოზერსაიმ რა, შეხვედრებზე შეფასდა და ურთიერთ აზრები გაცვალეს თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოება-გაღრმავების საკითხებზე.

ერენმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კვიპროსის ფონდების შექმნის 448-ე წლის იუბილეში და ამ რეგიონის თურქების მმართველობაში გადასვლის 63 წლის ფარგლებში ორგანიზებულ სიკეთის ფესტივალში, რის გამოც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ დიდი მადლობა გადაუხადა თურქ სტუმარს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ თურქეთის მოქალაქეებთანაც.  

“ჩ.კ.თ.რ. და კვიპროსელ თურქებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ჩვენს გულებში. ამიტომაც, ამ ორივეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ასევე როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკის, ასევე  ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობებშიც და აქედან გამომდინარე  მხარი დავუჭირეთ და მონაწილეობა მივიღეთ 8 რეგიონში ორგანიზებულ "სიკეთის ფესტივალში". ჩვენ საერთოდ, კუნძულზე მცხოვრები თურქების კეთილდღეობის ამაღლებისა და მათი ქვეყნის თურქეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ყველანაირ საუკეთესო მცდელობებს ვიჩენთ და ამ მცდელობებს მომავალშიც გავაგრძელებთ რა, მის ფარგლებში უფრო მეტ და უფრო ლამაზ პროექტებს განვახორციელებთ“, განაცხადა ერენმა

 



მსგავსი ინფორმაციები