ტურიზმი თურქეთში 16

ბურსა და ჯუმალიქიზიყი

ტურიზმი თურქეთში 16

 

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, ოსმანური ეპოქიდან შემორჩენილ სოფელ ჯუმალიქიზიყს გაგაცნობთ, რომლის გაცნობაც წარმოდგენას შეგიქმნით ოსმანურ სოფლებზე. ავთენტური სახლებით გამორჩეული ეს სოფელი ბურსასთან ახლოს მდებარეობს და 2014 წლიდან შეყვანილია  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში

...............

ბურსა და ჯუმალიკიზიყი, ოსმალეთის იმპერიის დაბადების მოწმენი არიან და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში 6 ძეგლ-ნაგებობით შედიან. ესენია: ორჰანგაზის კომპლექსი და მასში შემავალი სავაჭრო და სამუშაო ცენტრები, ჰუდავენდიგარის კომპლექსი, ილდირიმის კომპლექსი, მწვანე კომპლექსი, მურადიეს კომპლექსი და თვით ჯუმალიქიზიყის დასახლება

ბურსა, ოსმალეთის იმპერიის პირველი დედაქალაქია და მე-14 საუკუნის დასაწყისიდან სწრაფად დაიწყო მისი სოციალური, კულტურული და კომერციული განვითარება. ასე რომ, ამ პერიოდში, აშენდა ათეულობით მეჩეთი, მედრესეები, აკლდამები, აბანოები, სასახლე-დარბაზები, ქარვასლები, საავადმყოფოები, ბაზრები, სამუშაო და სავაჭრო ცენტრები და ა.შ. ბურსას ურბანიზაციის მოდელი, შემდგომში მაგალითი გახდა ოსმალურ-თურქული ქალაქების განაშენიანებისა.

ბურსას მდიდარი ისტორიული ტექსტურა, რომელმაც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლის საშუალება მისცა მას, ამასთან, ნათელი გზის მაჩვენებელია იმისა, თუ ანატოლიაში შექმნილი სახელმწიფოებრიობიდან როგორ გადაიქცა იგი იმ დროის მსოფლიოს ყველაზე უდიდეს ზესახელმწიფო, ოსმანეთის იმპერიად, რომელმაც 7 საუკუნეს იარსება და ამ ხნის განმავლობაში ბურსა აყვავდა და განვითარდა

ბურსას ცენტრიდან 13 კმ დაშორებით მდებარეობს სოფელი ჯუმალიქიზიყი, რომელიც ულუდაღის მთლის ქვედა კალთებზეა შეფენილი და დღემდე შეინარჩუნა და შემოინახა როგორც თავისი ისტორიული ტექსტურა, ასევე მისი ტრადიციული ცხოვრების ადათ-წესებიც. სოფლის თავდაპირველი სახლები ასახავენ ადრეული ოსმალეთის არქიტექტურულ სტილს და ქვის დაგებული ქუჩებით, ტროტუარებით და წვიმის წყლის გამდინარე არხებით, ასევე  მონუმენტური ნაგებობებით, ეს სოფელი ნამდვილ ღია ცის ქვეშა მუზეუმს წარმოადგენს და მართლაც, აგურის ორიგინალური სახლები, ფერად ფერადი კედლები, ქუჩის შადრევნები, ესთეტიკური სრა-სასახლეები, თქვენ მოგწყვეტთ თანამედროვეობას და ოსმანურ წარსულში დაგაბრუნებთ. მოკლედ, აქ მხოლოდ მაშინ უბრუნდებით თანამედროვეობას, როცა მომღიმარი ქალების მიერ გასაყიდად გამოტანილი საჩუქრებისა და სუვენირების დახლებს მიუახლოვდებით

ბურსაში ჩამოსვლის მოსურნე მსმენელებს მოვუწოდებთ, აუცილებლად მოინახულონ ულამაზესი ბუნების მქონე ულუდაღის მთა, ცხელი წყლების სამკურნალო ცენტრები, იყიდონ დღესაც მთელს მსოფლიოში განთქმული ბურსას აბრეშუმის ქსოვილები და რაც მთავარია აუცილებლად დააგემოვნონ ადგილობრივი საჭმელ-სასმელები

გარეშე, ცნობილ ადგილობრივ არომატებს, İskender ქაბაბის, კემპპას დესერტისა და წაბლის შაქრის ჭამის გარეშე.

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები