ყოფილი პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია

“ალ ბაშირს სუდანი არ დაუტოვებია“

ყოფილი პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია

 

სუდანის არმიას დაქვემდებარებული სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ მუჰამმედ ჰამდან დაქლუს განცხადებით, სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებას დაშორებული ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი დედაქალაქ ხართუმში, შინაპატიმრობაში იმყოფება. დაქლუ ტელეფონით დაუკავშირდა ერთ ერთ ადგილობრივ ტელევიზიას და მასთან საუბარში განაცხადა: "ომარ ალ-ბაშარმა არ დატოვა სუდანი, იგი დედაქალაქშია და შინაპატიმრობაში იმყოფება". დაქლუს თქმითვე, პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაჟინებულმა 4 თვიანმა მასიურმა საპროტესტო აქციებმა, რომლებზედაც ბაშირის გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ, მან არ მიიღო მშვიდობიანი წასვლის ფორმულა და არმიაც იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო. “ბაშარის ჩამოგდების შემდეგ შექმნილი გარდამავალი სამხედრო საბჭოს უფროსი, თავდაცვის მინისტრი ალვად ბინ ავფი მოსახლეობამ არ მიიღო და ამიტომ, მის ნაცვლად აბდულფეტტაჰ ელ ბურჰანი დაინიშნა, რასაც დადებითად შეხვდა მოსახლეობა“, აღნიშნა სუდანელმა გენერალ-ლეიტენანტმა



მსგავსი ინფორმაციები