ნეთანიაჰუს არ სურს ღაზას და დასავლეთ იორდანიის შეერთება

“ცალ-ცალკე სტრუქტურები ისრაელისთვის ცუდ სიტუაციას არ ქმნიან“

1178100
ნეთანიაჰუს არ სურს ღაზას და დასავლეთ იორდანიის შეერთება

 

ისრაელის გაზეთ ჰაიომისათვის გაკეთებულ განცხადებაში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ღაზას სექტორს, არავითარ შემთხვევაში არ გადასცემენ პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასის. მისივე თქმით ღაზა და დასავლეთ იორდანიის სანაპიროები ცალ-ცალკე სტრუქტურებს წარმოადგენენ და ისინი ისრაელისთვის ცუდ სიტუაციას არ ქმნიან. "ღაზას სექტორის სინამდვილე არის მისი ოკუპაცია და ისე მართვა", - ხაზგასმით განაცხადა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ამ სექტორს არასოდეს არ გადასცემენ პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის დაქვემდებარებაში. პალესტინის ხელისუფლების განცხადებით კი, ნეთანიაჰუს ეს განცხადებები მიუღებელია და ამით მას სურს “გაყავი და იბატონეს“ პრინციპის გაგრძელება



მსგავსი ინფორმაციები