თურქული სამზარეულო 10/2019

რძის დესერტი „ქეშქული“

1173355
თურქული სამზარეულო 10/2019

თურქული სამზარეულო 10/2019

 

რძის დესერტი „ქეშქული“

მოგესალმებით. თურქულ სამზარეულოში დესერტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. წარსულიდან დღემდე ოსმალეთის სასახლეებში და ხალხში დესერტს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. წვეულებებზე, დღესასწაულებზე, რელიგიური დღეებზე ტკბილ კერძებს და დესერტებს მთავარი როლი ეკისრებათ. მსოფლიოში ყველაზე მეტად ბაქლავას იცნობენ,  თუმცა თურქულ სამზარეულოში რძის და ხილის დესერტებიც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით რძის დესერტი დაბალკალორიულია, ასევე მისი ღირებულებაც მცირეა, რის გამოც მას ხშირად ამზადებენ. ამასთანავე მისი მომზადებაც უფრო ადვილია. დღეს გვსურს შემოგთავაზოთ თურქული სამზარეულოდან რძის დესერტი „ქეშქული“ ეს ერთგვარი ნუშის პუდინგია, მას ოსმალეთის პერიოდიდან ამზადებენ და მიირთმევენ.

 
„ქეშქული“-ს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

- 1 ლიტრი რძე
- 1 წყლის ჭიქა შაქარი
- 1 წყლის ჭიქა დაფქული ნუში
- 2 სუფრის კოვზი სახამებელი

- 2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი
- 1 კვერცხის გული
- 1 პაკეტი ვანილი
 - კანგაცლილი და დაჭრილი ნუში ან ფსტა

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

თავდაპირველად ქვაბში რძე, შაქარი, კვერცხის გული, ქოქოსი და დაფქული ნუში კარგად აურიეთ და ღუმელზე დადგით, კოვზით მოურიეთ მანამ სანამ არ ადუღდება. ამავდროულად სახამებელი 3 სუფრის კოვზ წყალში გახსენით და მდუღარე რძის ნაზავში ჩაამატეთ და ისევ ურიეთ სანამ არ შესქელდება. მომზადებული „ქეშქული“ პატარა თასებში გაანაწილეთ და გააცივეთ. კარგად რომ გაცივდება, ზემოდან დაჭრილი ნუში ან ფსტა მოაყარეთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები