ტურიზმი თურქეთში 13

ანტიკური ქალაქები ხანტოსი და ლეტოონი

1171756
ტურიზმი თურქეთში 13

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, 3 ათას წლოვან ორ ანტიკურ ქალაქს, ხანტოსს და ლეტოონს გაგაცნობთ, რომლებიც თვითმხილველნი არიან მრავალი ცივილიზაციებისა და კულტურისა. ხმელთაშუაზღვის რეგიონში, ანტალიასა და მუგლას შორის მდებარე ეს 2 ქალაქიც შეყვანილია  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში

ძველი მსოფლიოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ხანტოსი ერთ დროს ლიკიის ჯერ ყველაზე უდიდესი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, შემდეგ კი მისი დედაქალაქიც გახდა. ამ ქალაქმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა ჩ.წ.-მდე 545 წლამდე, ე.ი. სპარსელების დაპყრობამდე და ამ დაპყრობიდან 100 წლის შემდეგ იგი მთლიანად გადაიწვა. მაგრამ, ხანტოსი მალევე გააშენეს და ჩ.წ.-მდე მე-2 საუკუნეში იგი ლიკიის დედაქალაქად გამოცხადდა.

მოგვიანებით, ხანტოსი ჯერ რომაელთა, შემდეგ ბიზანტიელების კონტროლის ქვეშ დარჩა, მე -7 საუკუნიდან არაბული შემოსევები განიცადა. ამ ანტიკურ ქალაქში ლიკიურ ტრადიციებთან ერთად, ელინისტური და რომაული გავლენების ნახვაცაა შესაძლებელი. ამათგან ყველაზე საინტერესო ნანგრევებია ელინისტური თეატრი, მონუმენტური სამარხები, ლიკიური სარკოფაგების გამოქვაბულები და წარწერებიანი ქვის სტელები.

ხანტოსიდან სულ ოთხიოდე კმ-თაა დაშორებული ასევე ანტიკური ქალაქი ლეტოონი, რომელიც ლიკიის ეპოქაში მნინელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა

აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი აღმოჩენების მიხედვით, პირველი დასახლება თარიღდება ჩ.წ.-მდე მე-7 საუკუნეში. ანტიკური ქალაქის ცენტრში ერთმანეთის გვერდით 3 ტაძარი დგას. ესენი არიან არტემიდას, აპოლონის და ლეტოს სახელობის ტაძრები. რეგიონში ლიკირ, არამიულ და ბერძნულ ენაზე დაწერილი სამ ენოვანი წარწერებიანი სტელა იქნა აღმოჩენილი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიკიური ენის გაშიფვრაში. ტაძრების გვერდით არის შადრევანი და 1 ეკლესია, რომელიც ადრეული ქრისტიანობის ხანას მიეკუთვნება. აქვეა ელინისტური თეატრის ნანგრევები, რომლის ნახვა მართლაც ღირს.

ასე რომ ხანტოსი და ლეტოონი, არქეოლოგიური ნანგრევების თვალსაზრისით და ლიკიის ცივილიზაციის ნამდვილობით, მსოფლიო მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ

თუ ამ ანტიკური ქალაქების სანახავად ჩამოხვალთ, მსოფლიოში უიშვიათესი კუს ჯიშის, კარეტტა-კარეტტას გამრავლებას დაესწრებით, ქექოვას ყურეში კანოთი იმოგზაურებთ ჩაძირულ ანტიკურ ქალაქ სიმენას ზედაპირზე, ეგზოტიკურ ლაშქრობას მოაწყობთ საქლიქენტის კანიონში, ქალაქ დემრეში წმინდა ნიკოლოზის, იგივე თოვლის ბაბუას სახელობის ეკლესიას მოინახულებთ, ნავით დაათვალიერებთ რეგიონის ულამაზეს სანაპიროებს

მაშ გელით ხანტოსსა და ლეტოონში

 



მსგავსი ინფორმაციები