პომპეო ლიბანსაც ეწვია

“აშშ-ი გააგრძელებს ლიბანის არმიისადმი დახმარებებს“

1169540
პომპეო ლიბანსაც ეწვია

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავ გააგრძელებს ლიბანის არმიისადმი დახმარებებს. ქუვეითისა და ისრაელის შემდეგ პომპეო, ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში ბოლო ქვეყანას, ლიბანს ეწვია, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყვეს ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ ავნიმ და სხვა მაღალჩინოსნებმა.  ლიბანის არმიის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ამერიკელი სტუმარი ლიბანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ჯოზეფ ავნისაც შეხვდა და მასთან საუბარში განაცხადა, რომ ლიბანის არმიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, რისთვისაც ავნიმ  აშშ-ს, ლიბანის ჯარისადმი გამოჩენილი ნდობის გამო, მადლობა გადაუხადა. ვაშინგტონის ადმინისტრაციამ 2005 წლის აქეთ ლიბანის არმიას, 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია და მის ფარგლებში, 2017-2018 წლებში 6 ცალი A-29 სუპერ ტუკანოს სახელწოდების მოიერიშე თვითმფრინავიც მიაწოდა



მსგავსი ინფორმაციები