ესქიშეჰირში ნევრუზის ბაირამი აღნიშნეს

ესქიშეჰირში ნევრუზის ბაირამი აღნიშნეს

1168950
ესქიშეჰირში ნევრუზის ბაირამი აღნიშნეს

 

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა სამმართველომ (YTB) ნევრუზის დღესასწაულის ფარგლებში ესქიშეჰირში სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა სამმართველოს მიერ ესქიშეჰირში ჩატარებულ ნევრუზის ბაირამის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ, YTB-ს ხელმძღვანელმა აბდულაჰ ერენმა, ესქიშეჰირის დეპუტატმა ნაბი ავჯიმ, ანატოლიის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა შაფაქ ერთან ჩომაქლიმ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა, თურქული სამყაროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.   

ნევრუზი, თურქული სამყაროს საერთო კულტურული მემკვიდრეობაა

ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ ისურვა, რომ კაცობრიობისათვის ნევრუზს, რომელსაც ცენტრალური აზიიდან ბალკანეთამდე ძალიან ფართო ტერიტორიაზე აღნიშნავენ, სიკეთე მოეტანოს და დასძინა: „ნევრუზი არის წინაპართაგან დანატოვარი, თურქისტანში შობილი ბარაქისა და სიყვარულის დღესასწაული. ნევრუზი თურქული სამყაროს საერთო კულტურული მემკვიდრეობაა. დღეს ბედნიერი ვართ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ჩვენს უმცროს ძმებთან და დებთან ერთად ასეთ დიდებულ ატმოსფეროში აღვნიშნავთ ნევრუზის დღესასწაულს. იმის გაცნობიერებით, რომ განსხვავებულობები ჩვენი სიმდიდრეა, ვინმეს გარიყვის გარეშე ძმურ გარემოში ერთად აღვნიშნავთ ნევრუზს. მადლობას მოვახსენებ ანატოლიის უნივერსიტეტსა და საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების სამმართველოს ამ ლამაზი ნევრუზის პროგრამის ორგანიზებისათვის.“

თურქეთი მსოფლიოს  „ნევრუზისათვის“ იბრძვის

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა სამმართველო-ს (YTB) ხელმძღვანელმა აბდულაჰ ერენმა განაცხადა, რომ თურქეთს ოფიციალური საზღვრების გარეთ, ფართო ნათესაური კავშირები გააჩნია. მისივე თქმით, YTB მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მყოფ მოძმე და მონათესავე ხალხებთან  მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. „ჩვენ ვართ ერთი იმპერიიდან დარჩენილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამშობლოს ფართობი 784 ათასი კვ. კმ-ია, იმის გამო რომ ჩვენ ოსმალეთის იმპერიის შთამომავლები ვართ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნათესავები გვყავს. მსოფლიოს მრავალ კუთხეში თურქულ ენაზე მოსაუბრე ხალხები არიან. ჩვენი ვალია, ამ ხალხებთან კარგი მეგობრული ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ,“ განაცხადა აბდულაჰ ერენმა.



მსგავსი ინფორმაციები