ირანში ნოვრუზ ბაირამობა სისხლისღვრით დაიწყო

2 კაცი დაიღუპა, 615 დაშავდა

1166907
ირანში ნოვრუზ ბაირამობა სისხლისღვრით დაიწყო

 

ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა იუწყება, რომ ამ ქვეყანაში, ჰიჯრის კალენდრის მიხედვით წლის ბოლო სამშაბათის ღამე, ე.ი. ნოვრუზ ბაირამის დაწყება, დიდი ზეიმით აღნიშნეს, რომლის დროსაც 2 კაცი დაიღუპა, 615 დაშავდა, რომლებთაგანაც სამის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დაშავებულთაგან 524 მამაკაცია და 91 კი ქალი.

ქვეყანაში გასულ წლის "ბოლო სამშაბათის" დღესასწაულის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, 4779 დაშავდა.

ირანში და თურქულენოვან ხალხებში, დღეიდან ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული იწყება, რომლის დროსაც დიდ კოცონებს ანთებენ და მას ახტებიან, ფეიერვერკებს აწყობენ,  შუშხუნებს და ტყვიებს ისვრიან, რაც ზოგჯერ სიკვდილიანობას და დაზიანებას იწვევს.

ჰიჯრის კალენდარით ხსენებულ ქვეყნებში ახალი წელი ხვალ, ე.ი. 21 მარტს იწყება



მსგავსი ინფორმაციები