ტურიზმი თურქეთში 12

უძველესი ქალაქი დიარბექირი

1165658
ტურიზმი თურქეთში 12

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ დიარბაქირს გაგაცნობთ, რომელიც თვითმხილველია მრავალი ცივილიზაციებისა და კულტურისა და 2015 წელს იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

ქალაქი დიარბექირი მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თავისი მრავალ საუკუნოვანი არსებობის მანძილზე, იგი თვითმხილველია მრავალი ცივილიზაციისა და კულტურებისა რა, მათი ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე, მეჩეთებზე, ეკლესიაზე, ხიდებზე, ქარვანსარაებზე და ა.შ.

დიარბაქირი არის ქალაქი, რომელიც სამშობლო გახდა სრულიად სხვადასხვა 33 ცივილიზაციისა, მათ შორის ასურიელების, სპარსელების, რომაელების, ბიზანტიელების, აბასიდების, სელჯუკების, ოსმანების და ა.შ. როგორც აზიის კარიბჭე მესოპოტამიისკენ, ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და კულტურული ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე. იმის გამო რომ აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობს, ამიტომაც აღმოსავლეთის ყველაზე ფეშენებალური, ლამაზი და უნიკალური ნაგებობები და ხიდები აქ აშენდა. დღეს, დიარბაქირის ყველაზე ტურისტულ ცენტრებს, 7 ათას წლიანი ისტორიით მისი ციხე გალავანი და ჰევსელის ბაღჩები წარმოადგენს. 

5.5 კილომეტრიანი სიგრძის ციხე გალავნის კედლებზე, კარიბჭეებზე, ბურჯებზე, კოშკებზე, წარწერებზე და დეკორაციებზე უძველესი ცივილიზაციების  დიდებული კვალი და ნიშნებია შემორჩენილი. ჩინეთის კედლის შემდეგ, დიარბექირის  ციხე გალავნის კედლები მსოფლიოში ყველაზე გრძელს წარმოადგენს. 

ჰევსელის ბაღი, დიარბაქირის ციხე-გალავანსა და ტიგროსს შორის მდებარეობს. მრავალი საუკუნეა რაც ეს ადგილები გამოიყენება როგორც სასოფლო -სამეურნეო ადგილები და მრავალად მოჰყავთ ხორბალი და სხვა პროდუქტები რა, სწორედ ამის გამო ამ რეგიონს მესოპოტამიის ბეღელსაც უწოდებენ. მაგრამ, ყველაზე პოპულარული თურქეთში მაინც დიარბაქირული საზამთროა. 

ჰევსელის ბაღი ამასთან სამხრეთ ანატოლიის რეგიონში ითვლება  ყველაზე დიდ ფრინველთა სამოთხედ, რადგან ამ რეგიონში, 180-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს და მათ სანახავად უცხოეთიდანაც მრავლად ჩამოდიან. 

ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები დიარბაქირში ჩამოსვლისას აუცილებლად ნახულობენ ასევე ისტორიულ სიფაჰილერების დახურულ ბაზარს, ჰასან ფაშა ხანის სამუშაო ცენტრს, დიდ  მეჩეთს, ღვთისმშობლის ეკლესიას, ქარვანსარაის, ძველ სახლებს, მუზეუმებს და ა.შ.

ადგილობრივ საჭმელებს შორის კი ყველაზე განთქმულია ნეკნების ტოლმა და მის დაუგემოვნებლად არ შეიძლება დიარბაქირის დატოვება.

 



მსგავსი ინფორმაციები