მოსტარის  ხიდი ახალ ზელანდიის დროშის ფერებზე გაანათეს

მოსტარის  ხიდი ახალ ზელანდიის დროშის ფერებზე გაანათეს

1164898
მოსტარის  ხიდი ახალ ზელანდიის დროშის ფერებზე გაანათეს

ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარში, მდინარე ნერეტვაზე მდებარე,  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფ „მოსტარის ხიდი“ ახალ ზელანდიაში პარასკევ დღეს ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულების საპატივცემულოდ, ახალ ზელანდიის დროშის ფერებში გაანათეს. მშვიდობის და ინტერკულტურული თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე ალიჟა ბეჰრამიმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტების  და ზოგადად ყოველგვარი ტერორის დაგმობის მიზნით გააკეთეს. მან ასევე დასძინა, რომ დაღუპულების ოჯახებს თანადგომას უცხადებდნენ. შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში,  ქალაქ ქრაისთჩერჩში პარასკევ დღეს ათი წუთის სხვაობით ორ მეჩეთზე,  პარასკევის ლოცვის დროს განხორციელებული ტერაქტის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები