აშშ-ში ყველაზე დიდ დისკრიმინაციას მუსლიმანები განიცდიან

ეს დაადასტურა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ

1160025
აშშ-ში ყველაზე დიდ დისკრიმინაციას მუსლიმანები განიცდიან

 

აშშ-ში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ყველაზე დისკრიმინაციული რელიგიური ჯგუფი ამ ქვეყანაში მუსლიმანები არიან.

აშშ-ში, ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო პორტალ “The Hill/ჰილი"-ს მიერ კვლევით კომპანია HarrisX-თან პარტნიორობით 1-2 მარტს ჩატარებულმა კვლევამ, ამ ქვეყანაში  რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციის შედეგები შეისწავლა და დარეგისტრირებულ ამომრჩეველებს შორის გამოკითხულთა 85%-მა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირ და დიდ დისკრიმინაციას მუსულმანები განიცდიან.

ხსენებულმა ფირმებმა საზოგადოებრივი გამოკითხვა მოაწყვეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის პირველი მუსლიმანი პარლამენტარის, ილჰან ომარის მხრიდან დაწყებული კამათების საფუძველზე და ეს გამოკვლევა რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ მოსაზრებების გამოვლენის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იყო.

აშშ-ში მოქმედმა ისლამური ურთიერთობების საბჭომაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ბოლო ხანებში ისლამოფობია საგრძნობლად გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები