ტრამპი ეთანხმება ამერიკული ჯარის სირიაში დარჩენას

ამის შესახებ მან სენატორების წერილზე ხელმოწერით დაადასტურა

1157740
ტრამპი ეთანხმება ამერიკული ჯარის სირიაში დარჩენას

  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სენატორების ერთი ჯგუფის მიერ მისადმი 22 თებერვალს გაგზავნილ წერილს, რომელშიც ისინი მოითხოვენ აშშ-ის ჯარების დარჩენას სირიაში, ზედ ხელით ასეთი წარწერა გაუკეთა: "ვეთანხმები ასი პროცენტით. ყველაფერი კეთდება". ამის შესახებ განაცხადა ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა და ხაზი გაუსვა, რომ ეს წარწერა მათ ხელთ იგდეს. ამავე წერილში დონალდ ტრამპი კმაყოფილებას გამოთქვამს ასევე ევროპის ქვეყნებში ჯარების გაგზავნის მცდელობის მიმართ და წერს: "როგორც თქვენ, ჩვენც ასევე არ გვინდა სირიაში DEAŞ-ის დაბრუნება, ირანის წახალისება, სირიაში მიღწეული წარმატებების დაკარგვა, ვცდილობთ გამარჯვებების კიდევ უფრო განმტკიცებას და კონსოლიდაციას, რათა ჟენევის კონფერენციაზე უფრო უკეთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, ფრჩხილებში წერს ტრამპი, ხოლო თვით კონვერტზე კი ხელნაწერით, "ასი პროცენტით ვეთანხმები, ამისათვის ყველაფერი კეთდება", წარწერა გაუკეთა, აღნიშნავს NBC News-ი



მსგავსი ინფორმაციები