თურქეთი სერიალების ექსპორტში მსოფლიოში მეორე ადგილზეა

თურქეთს სატელევიზიო სერიალების ექსპორტში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილი უკავია

1156705
თურქეთი სერიალების ექსპორტში მსოფლიოში მეორე ადგილზეა

კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეთ ნური ერსოის განცხადებით, თურქეთს სატელევიზიო სერიალების ექსპორტში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილი უკავია.

ერსოიმ ქალაქ მერსინში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთმა ექსპორტირებული სერიალების კუთხით დიდ ციფრებს მიაღწია. ამასთანავე იგი ფლობს 350 მილიონი დოლარის ბიუჯეტს.“

მისივე თქმით, სატელევიზიო სერიალების ექსპორტის სათანადოდ გაზრდისათვის მუშაობენ და სურთ თურქული სერიალები იმ ქვეყნებში, სადაც ეკრანებზე გავა სწორად იქნას მაყურებლისთვის გაცნობილი. მეჰმედ ნური ერდოსის განცხადებით, მათ ასევე აამოქმედეს პლატფორმა "Filming Turkey" და დამატა: „თურქეთის ბუნებრივი გადასაღები ტერიტორიების, ფილმის გადასაღები მოედნების, გადაღებების დროს საჭირო პროდიუსერების, კომპანიების და შესაძლებლობების გაცნობისთვის, შესაძლო მისაღები შემოსავლების და მსგავსი საკითხების პრეზენტაცია ამ პლატფორმით მოხდება.“



მსგავსი ინფორმაციები