თურქული სამზარეულო 07/2019
„გოგრის დესერტი“
თურქული სამზარეულო 07/2019
„გოგრის დესერტი“
მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ გოგრაზე, რომელიც თურქულ სამზარეულოში მე-17 საუკუნეში შევიდა და რომლის სამშობლოც ამერიკაა. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა ანატოლიაში გვიან შევიდა, იგი ამ რეგიონის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა და სწრაფად გავრცელდა. ისევ გრძელდება კამათი იმაზე, გოგრა ხილია თუ ბოსტნეული, თუმცაღა ერთი რამ ცხადია, გოგრა თურქულ სამზარეულოში ძალზედ შეუყვარდათ. გოგრისგან თურქეთში ბევრ კერძს ამზადებენ, თუმცა ყველაზე მეტ უპირატესობას მისგან დამზადებულ დესერტს ანიჭებენ. დღევანდელ გადაცემაში სწორედ „გოგრის დესერტის“ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებაც საკმაოდ ადვილია.
გოგრის დესერტის მოსამზადებლად მხოლოდ ორი მთავარი ინგრედიენტია საჭირო, ესენია:
- 1 კილოგრამი გათლილი და ორი თითის სისქეზე დაჭრილი გოგრა.
- 500 გრამი შაქარი
- 1 წყლის ჭიქა მსხვილად დაქუცმაცებული ნიგოზი
- რძის ნაღები ან კრემი
- 3-4 ცალი მიხაკი
მომზადების წესი:
დაჭრილი გოგრა კარგად გავრეცხოთ და ფართო ქვაბში ჩავაწყოთ. მოვაყაროთ შაქარი. თუ ქვაბი პატარაა გოგრა რამდენიმე ფენად მოვაწყოთ და ფენებს შორის კი შაქარი მოვაყაროთ.
ჩავამატოთ მიხაკი. ქვაბს თავი დავახუროთ. იმისათვის, რომ შაქარი გალღვეს და გოგრას წვენი გამოუვიდეს, იგი მინიმუმ 4 საათით ან თუ შესაძლებლობა გვაქვს 1 ღამით გავაჩეროთ. ამის შემდეგ კი გოგრა დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ მანამ, სანამ კარგად არ დარბილდება დაახლოებით 50-55 წუთი. მომზადებული დესერტი სუფრასთან ცივი მიიტანეთ. შეგიძლიათ ზემოდან ნაღები ან კრემი მოასხათ. სულ ზემოდან კი დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ.
შეგერგოთ!
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა