ფაზილ საიმ ბრემენში გამართა კონცერტი

კონცერტს გერმანიის პრეზიდენტი და მისი მეუღლეც დაესწრნენ

1148564
ფაზილ საიმ ბრემენში გამართა კონცერტი

 

მსოფლიოს ერთ ერთმა ყველაზე განთქმულმა თურქმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ფაზილ საიმ, გუშინ საღამოს,  გერმანიის ქალაქ ბრემენში მიმდინარე ტრადიციულ საპრეზიდენტო კონცერტის ფარგლებში, საქველმოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მისი მეუღლე ელკე ბუტენბენდერიც ესწრებოდნენ.

თურქმა პიანისტმა, ბრემენის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ლეონარდ ბერნშტეინისა და ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებები შეასრულა და ორკესტრს სტივენ სლონი დირიჟორობდა.

კონცერტმა მეტად წარმატებით ჩაიარა და მისი დასრულების შემდეგ საის გერმანიის პრეზიდენტი გამოესაუბრა და მიულოცა წარმატებები.

ფედერალური საპრეზიდენტო კონცერტები გერმანიაში 1988 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქში იმართება



მსგავსი ინფორმაციები