ნიუ-იორკი სათამაშოების გამოფენას მასპინძლობს

მასში 100 ქვეყნის ათასამდე კომპანია იღებს მონაწილეობას

1146947
ნიუ-იორკი სათამაშოების გამოფენას მასპინძლობს

 

საერთაშორისო ნიუ-იორკის სათამაშოების გამოფენა გაიხსნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილებიდან,  Javits Center-ში, მსოფლიოს წამყვანი სათამაშო კომპანიების მორიგი, რიგით 116-ე გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 1000-მდე კომპანია გამოფენს თავის პროდუქციას.

აღსანიშნავია, რომ ამ მეტად პოპულარულ გამოფენაზე ტექნოლოგიურ პროდუქტებთან ერთად, კლასიკური სათამაშოებიც არის წარმოდგენილი.

ნიუ-იორკის სათამაშოების გამოფენა ღია იქნება 19 თებერვლამდე.



მსგავსი ინფორმაციები