TRT World Citizen-ის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კონკურსში განაცხადების მიღება  დაიწყო

განაცხადების მიღება 31 მაისამდის გრძელდება

TRT World Citizen-ის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კონკურსში  განაცხადების მიღება  დაიწყო

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT World Citizen ე.ი. „მსოფლიო მოქალაქის“  მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადების მიღება  დაიწყო. თურქეთის პირველი ინგლისურენოვანი საერთაშორისო მედია პლატფორმა TRT World-ი, რომელის მიზანიც უკეთესი მსოფლიოს შექმნა გახლავთ, საინფორმაციო მაუწყებლობის პარალელურად, სხვა მნიშვნელოვანი სოციალური  პასუხისმგებლობის პროექტებსაც ახორციელებს. ამ თვალსაზრისით მიმდინარე წელს, TRT World Citizen ე.ი. მსოფლიო მოქალაქის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კონკურსი უკვე მეორედ იმართება. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემატიკა, „ომის ქალები“ გახლავთ, რომელიც ხაზს უსვამს ისტორიებს, რომლებიც კონფლიქტების  რეგიონში ქალთა როლზე ამახვილებს ყურადღებას. თემატიკა ასევე ძალადობის მსხვერპლთა და კონფლიქტის ზონაში ჩაგრულების გვერდით მდგომი ქალების ისტორიასაც მოიცავს. გასულ წელს აღნიშნულ ღონისძიებაში 110 ქვეყნიდან 3000 განაცხადი იქნა შემოსული. მიმდინარე წელს კი დღემდე სხვადასხვა ქვეყნებიდან 500-ზე მეტი განაცხადი უკვე შემოვიდა. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადების მიღება 31 მაისამდის გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები