სირიის საზღვარზე პირველი საველე ჰოსპიტალი მზად არის

ასეთივე ჰოსპიტალები აშენდება შანლიურფისა და მარდინის საზღვრებზეც

1137855
სირიის საზღვარზე პირველი საველე ჰოსპიტალი მზად არის

 

გაზიანთეფის ოლქში, სირიის საზღვარზე, კონკრეტულად კი ქარქამიშის რაიონში მოქმედ საბაჟო ტერმინალში, პარასკევს დაწყებული საველე საავადმყოფოს   მშენებლობა დღეს დასრულდა და იგი მზად არის ავადმყოფთა მიღებისთვის.

ეს საველე ჰოსპიტალი პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს ერთდროულად 10 პაციენტს. მასში იმუშავებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, მედდები, UMKE-ს გუნდი, გადაუდებელი სამედიცინო ტექნიკოსი და პარამედიკოსი.

აქ, პაციენტებს ჯერ პირველადი მკურნალობა ჩაუტარდებათ, შემდეგ კი სასწრაფოებით გაზიანთეპის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიგზავნებიან.

ანკარის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთივე საველე ჰოსპიტალები აშენდება სირიის შანლიურფისა და მარდინის საზღვრებზეც



მსგავსი ინფორმაციები