ბოლსონაროს მესამე ოპერაცია გაუკეთეს

იგი სექტემბერში დანით დაჭრეს

1135055
ბოლსონაროს მესამე ოპერაცია გაუკეთეს

 

გასული წლის 6 სექტემბერს, ბრაზილიაში მიმდინარე წინა საარჩევნო კამპანიის დროს ერთმა დანით შეიარაღებულმა პირმა ახლანდელი  პრეზიდენტი ჯეირ ბოლსონარო დაჭრა და მას შემდეგ ბოლსონარომ რიგით მესამე ოპერაცია გაუკეთეს.

ბრაზილიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "Agencia Brasil"-ის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლსაროს ნაწლავში წარმოქმნილი გართულების მკურნალობის მიზნით მას მესამე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც 4 საათს გასტანა და ე.წ. კოლოსტომიის ჩანთა ამოაჭრეს.

ამავე ცნობით, პრეზიდენტი მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ქალაქ სან პაულოში მომქმედ ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოს დროებით ოფისში გააგრძელებს მუშაობას.



მსგავსი ინფორმაციები