დანფორდი თავის თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს სირიაში უსაფრთხოების საკითხები

1133576
დანფორდი თავის თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს გენერალ ჯოზეფ დანფორდს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქ კოლეგა იაშარ გულერთან და განიხილეს სირიაში უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს გენერალური შტაბის პრეს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა პატრიკ რიდერმა. "ორმა მეთაურმა, სირიაში უსაფრთხოების სიტუაცია და მის ფარგლებში ტერ ორგანიზაცია DEAS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური თანამშრომლობისა და მისი საბოლოო განადფურების საკითხები განიხილეს“, აღნიშნა რიდერმა და დაამატა, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება თურქეთის უსაფრთხოების მიმართ. ამ გენერლებს შორის ბოლო პირისპირი შეხვედრა ჯერ დეკემბრის თვეში ანკარაში, ორი კვირის წინ კი ბრიუსელში შესდგა



მსგავსი ინფორმაციები