ბერლუსკონს ევროპარლამენტარობა უნდა
მან საარჩევნო კამპანია სარდინიიდან დაიწყო
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ 26 მაისის ევროპარლამენტის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს.
ამის შესახებ 82 წლის ბერლუსკონიმ სარდინიის ქალაქ კუარტუში ჩატარებული პირველი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.
"ამ მშვენიერ ასაკში, გადავწყვიტე ევროპარლამენტში შესვლა, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობას ვგრძნობ მთელს მსოფლიოში", ხაზგასმით აღნიშნა მან და იქვე ძალზედ გააკრიტიკა რა იტალიის კოალიციური მთავრობა, აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
როგორც ცნობილია ბერლუსკონი 2001-2006 და 2008-2011 წლებში იტალიის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ამავე დროს ქვეყნის ერთ ერთ განთქმულ ბიზნესმენსაც წარმოადგენს.
ექსპრემიერი 1986-2017 წლებში მილანის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი და პატრონიც იყო.
კორუფციის ბრალდებით 2013 წელს იგი გასამართლებულ იქნა და ექვსი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალა, თუმცა, მისი დადებითი ქცევის გამო, სასამართლომ 2018 წლის მაისში ეს აკრძალვა მოუხსნა
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა