თურქეთში უცხოელი სტუდენტებისათვის სტიპენდიების მიმართვები დაიწყო

2019 წლის თურქეთის სტიპენდიებზე მიმართვები 20 თებერვლამდის გაგრძელდება

1126824
თურქეთში უცხოელი სტუდენტებისათვის სტიპენდიების მიმართვები დაიწყო

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოში (YTB) მიმართვები 2019 წლის თურქეთის სტიპენდიებზე,   დაიწყო. 2019 წლის თურქეთის სტიპენდიებზემიმართვები 20 თებერვლამდის გაგრძელდება.  თურქეთის სტიპენდიები იძლევა  უმაღლესი განათლების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება თურქეთის მთავრობის მიერ და  შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. პროგრამა ქართველ სტუდენტებსაც სთავაზობს სტიპენდიებს  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, ასევე კვლევის სხვადასხვა სფეროებში თურქეთის უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო). სტიპენდია ფარავს თურქეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია ვებგვერდზე:  https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/en/

სისტემაში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მსოფლიოს 100 სხვადასხვა ადგილას გაიმართება გასაუბრება. თურქეთის სტიპენდიების პროგრამის დაწყებიდან დღემდე 135 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა ამ პროგრამით.



მსგავსი ინფორმაციები