ავსტრიაში მომავალი წლიდან პოლიეთილენის პარკების ხმარება აიკრძალება

ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო

1121868
ავსტრიაში მომავალი წლიდან პოლიეთილენის პარკების ხმარება აიკრძალება

 

ავსტრიაში, პლასტმასის ნარჩენების შემცირებისა და გარემო ბუნების დაცვის მიზნით, პოლიეთილენის პარკების ხმარება 2020 წლიდან მთლიანად აიკრძალება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სებასტიან ქურციმ ვენაში, მინისტრების, ბიზნესმენებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დასრულებული შეხვედრის  შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით პოლიეთილენის ნარჩენების შემცირებისა და მისი  გამოყენების პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალი წლიდან მთლიანად აკრძალონ ერთჯერადი პლასტიკური პარკების წარმოებაც და გამოყენებაც.

ავსტრიის გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრმა ელისაბეტ კასტინგერმა კი განაცხადა, რომ ავსტრიაში წელიწადში დაახლოებით 400 მილიონ ცალ ცელოფანის პარკს ხმარობენ, რაც 7 ათასი ტონის ეკვივალენტია და მათი ხმარების აკრძალვით, პატარა, მაგრამ, მეტად  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს გარემო ბუნების დაცვის საკითხში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად გამოეხმაურნენ ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ქსელების პატრონები და თანამშრომლები



მსგავსი ინფორმაციები