ოლთუს რუსულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება

მასში ბიბლიოთეკა განთავსდება

1120130
ოლთუს რუსულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება

 

ერზრუმის ოლქში შემავალ ოლთუს რუსული ეკლესია აღდგება და ბიბლიოთეკად გადაიქცევა.

ხსენებულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის განვითარების სააგენტო, KUDAKA-ს სოციალური და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ოლთუს რუსული ეკლესიის რესტავრაცია მომზადებულია რაიონის გამგებლობის მიერ და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება გარემოსდაცვითი ღონისძიების პროექტის ფარგლებში.

ამ ეკლესიას, რომელიც რუსებმა მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში, კონკრეტულად კი 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ააშენეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში გაუკეთდება რესტავრაცია და ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მასში ბიბლიოთეკა განთავსდება



მსგავსი ინფორმაციები