იმრან ხანმა მევლანა ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმის მუზეუმი მოინახულა
იმრან ხანმა მევლანა ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმის მუზეუმი მოინახულა
1118913

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით ოფოციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოსულმა პაკისტანის პრემიერმინისტრმა, იმრან ხანმა მევლანას მუზეუმი მოინახულა. იმრან ხანს კონიის აეროპორტში გუბერნატორი, ჯუნეით ორჰან თოფრაქი და სხვა მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. შემდეგ კი პაკისტანის დელეგაციამ მევლანას მუზეუმი მოინახულა. იმრან ხანმა მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა რა, განაცხადა: „პაკისტანის იდეოლოგიურ მამად წოდებული მუჰამმედ იქბალს მევლანა ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა. შეიძლება მევლანას შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას არ ვფლობდე მაგრამ, მისი ნაწარმოებები მრავალჯერ წავიკითხე. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მეც, სუფიზმის მიმდევარი ვარ.“