“ამა ქვეყნის ძლიერები“ არგენტინაში შეიკრიბნენ

სამიტზე თურქეთს ერდოღანი წარადგენს

1098446
“ამა ქვეყნის ძლიერები“ არგენტინაში შეიკრიბნენ
erdogan-cinping.jpg
erdogan- pinera.jpg
mark rutte-erdogan.jpg
erdogan- macri.jpg
arjantin g-20-1.jpg

 

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესი მსოფლიოს ყველაზე დიდი 20 ქვეყნის, ე.ი. G-20 ლიდერთა სამიტს უწევს მასპინძლობას და მის ფარგლებში ბუენოს აირესში ჩამოსულ მსოფლიო ლიდერებს, ამ ქვეყნის პრეზიდენტი მაურიციო მაკრი, Costa Salguero-ს სახელწოდების საგამოფენო დარბაზში შეხვდათ.

დახვედრის ცერემონიალის შემდეგ დახურული სხდომა მოეწყო თემაზე: "სამართლიანი და მდგრადი მომავალი", რომლის დასრულების კვალდაკვალ ლიდერებმა საოჯახო ფოტოსურათი გადაიღეს.

აქვე, ზეზეული შეხვედრა შესდგა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის და ამ საუბარს პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელი იბრაჰიმ ქალინი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ თურქ ლიდერს ასეთივე საუბრები ჰქონდა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიანპინგთან, ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინერასთან, ბრაზილიის პრეზიდენტ მიშელ ტემერთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან.

ლიდერებმა და მათმა მეუღლეებმა, რომლებიც ასევე სამიტს ესწრებიან, საღამოს, ბუენოს აირესის Colon Theatre-ის სახელწოდების თეატრში სპეციალური შოუწარმოდგენას უყურეს, რის დასრულების შემდეგ არგენტინის პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეთა საპატივსაცემოთ ვახშამი გამართა.

ამ სამიტის ფარგლებში ერდოღანი გააგრძელებს ორმხრივ პირისპირ შეხვედრებს



მსგავსი ინფორმაციები