ეგვიპტეში ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს

საფლავი 4 ათასი წლის წინანდელია

1094563
ეგვიპტეში ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს

 

ეგვიპტის ელ-უქსურის პროვინციაში, ოთხი ათასი წლის წინანდელი ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს.

ეგვიპტის ისტორიული ძეგლების სამინისტროს წერილობითი განცხადებით, ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე და იგი ეკუთვნის ღმერთ ამონის მეუღლე მუტის ტაძრის მუმიებზე პასუხისმგებელ რელიგიურ პირს, ტაუ რახტ იფს.

ამავე ინფორმაციით, საფლავის კედლებზე მისი ოჯახის რამდენიმე წევრის სახელებიც  წერია, ხოლო თვით საფლავში 2 კუბოა და 2 ხის სკულპტურა.

“გარდა ამისა, ამ არქეოლოგიური ექსპედიციის დროს, ღმერთ ამონის ტაძრის ზედამხედველის, ვინმე “ჰურის“ მუმიაც არის აღმოჩენილი“, აღნიშნულია ეგვიპტის ისტორიული ძეგლების სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები