მსოფლიოში სერიალების ექსპორტის 25 პროცენტს თურქულები შეადგენს

თურქულ სერიალებს 156 ქვეყანაში უყურებენ

1091760
მსოფლიოში სერიალების ექსპორტის 25 პროცენტს თურქულები შეადგენს

 

როგორც განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნური ერსოიმ, თურქული სერიალები, რომლებიც მთელს მსოფლიოში სერიალების ექსპორტის 25 პროცენტს შეადგენს, ამ სფეროში პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში.

ეს განცხადება მინისტრმა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაგეგმვისა და საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, ხსენებული სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას გააკეთა.

მანვე უპასუხა რა პარლამენტარების კითხვებს თურქული კინოინდუსტრიის შესახებ, თქვა, რომ 2002 წელს მხოლოდ 9 კინოსტუდია მოქმედებდა, დღეს კი 148 და 2002 წელს თუ სერიალების მაყურებელთა რაოდენობა 2 მილიონს არ სცილდებოდა, დღეს ამ რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა.

"დღეს ჩვენ თურქული სერიალების ექსპორტს ვაწარმოებთ მსოფლიოს 156 ქვეყანაში, რაც მსოფლიო სერიალების ექსპორტის 25 პროცენტს შეადგენს და ამ სფეროში ჩვენი ქვეყანა ევროპაში პირველი ადგილზე გადავიდა“, განაცხადა მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები