მომავალ კვირას ანკარას ეკ-ის დელეგაცია ეწვევა

ვიზიტი 22 ნოემბერს შესდგება

1089613
მომავალ კვირას ანკარას ეკ-ის დელეგაცია ეწვევა

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, 22 ნოემბერს ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, მოგერინი და ჰანი ანკარაში, "თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრა"-ში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მევლუთ ჩავუშოღლუს თავმჯდომარეობით თურქეთის დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირის დელეგაციასთან და განიხილავენ როგორც თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების პროცესს, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობის, ფინანსური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, საბაჟო კავშირის, უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და მიგრაციის საკითხებს.

ამავე ინფორმაციით, მხარეები ურთიერთ აზრებს გაცვლიან და ისაუბრებენ ასევე ისეთ საკითხებზეც, როგორებიცაა სავიზო ლიბერალიზაციის, ბალკანეთის, სირიის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის და სხვა აქტუალურ რეგიონალურ თუ საერთაშორისო საკითხებზეც.



მსგავსი ინფორმაციები