სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიაში განცხადებების მიღება დაიწყო

უცხოელი სტუდენტებისთვის სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიაში განცხადებების მიღება დაიწყო

1089498
სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიაში განცხადებების მიღება დაიწყო

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე საზოგადოებების სამმართველოს (YTB)  მიერ თურქეთში უმაღლესი განათლების მიმღები უცხოელი სტუდენტებისათვის მომზადებულ სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიაში განცხადებების მიღება დაიწყო.

უცხოელი სტუდენტების აკადემიური და პროფესიული უნარების გაზრდისათვის მომზადებული სხვადასხვა პროგრამების მომცველ სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიაში განცხადებების მიღება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

აკადემია იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც განათლებას თურქეთში იღებენ, აკადემიური სოციალური და კულტურული კუთხით განვითარებაში დაეხმარება.  

აკადემია სტუდენტებს მათი ინტერსებისა და სამუშაო სფეროს შესაბამის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

სტუდენტები აკადემიაში უპირველეს ყოვლისა ამ აკადემიის პროფესორ მასწავლებლების თაოსნობით მწერლებთან და ხელოვანებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას შესძლებენ.  

მიზნადაა დასახული სტუდენტებს შორის კონტაქტების გაზრდა.

აკადემიაში სახელოსნოების ფუნქციონირებით უფრო ღრმა და ხარისხიანი სამუშაოები ჩატარდება. ამასთანავე უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ განახორციელონ საექსკურსიო პროგრამები, რომლითაც ახლოდან გაეცნობიან თურქეთის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

პროგრამაზე განცხადების შეტანა შეუძლია ყველა უცხოელ სტუდენტს, რომელიც თურქეთში იღებს განათლებას.

პროექტის მთავარი მიმართულებებია საუბრები თურქეთზე, შესავალი სემინარები, სპეციალიზებული სახელოსნოები, თურქული ხელოვნება და სპორტი.

თურქეთზე საუბრების დროს სტუდენტები სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების ცნობილ წარმომადგენლებთან.

შესავალ სემინარებზე გარკვეულ სფეროებში სტუდენტებისთვის საბაზისო დონის სასწავლო პროგრამები ჩატარდება. სპეციალიზებულ სახელოსნოებში სტუდენტები საკუთარ დარგში ან შესავალ სემინარებზე მიღებულ ცოდნის შესაბამისად უფრო ღრმა და ხარისხიან სამუშაოებს ჩაატარებენ.

თურქული ხელოვნებისა და სპორტის პროგრამის ნაწილში რიგი ღონისძიებები ჩატარდება კალიგრაფიული ხელოვნებით, კლასიკური თურქული მუსიკით და თურქული სპორტის სახეობებით დაინტერესებული და უნარების მქონე სტუდენტებისათვის, რათა მათ შესძლონ თავიანთი შესაძლებლობების გაუმჯობესება და ისარგებლონ ამ სფეროებში თურქეთის გამოცდილებით.

პროგრამაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინტერნეტით მისამართზე https://basvuru.ytb.gov.tr. დაწვრილებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ მიიღოთ მისამართზე www.ytb.gov.tr. ასევე სტუდენტებს შეუძლიათ კითხვებითა და რეკომენდაციებით საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე საზოგადოებების სამმართველოს მიმართონ ელექტრონული ფოსტით akademi@ytb.gov.tr.



მსგავსი ინფორმაციები