თურქი ვიცეპრეზიდენტი პალერმოში იმყოფება
იგი აქ მონაწილეობას იღებს ლიბიის კონფერენციაში
ლიბიის კონფერენციის ფარგლებში იტალიის ქალაქ პალერმოში მყოფი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი მიიღო იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მიღებული ინფორმაციების თანახმად ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს დაუთმეს.
ლიბიის გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში, ორი ქვეყნის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და იტალიაც და თურქეთიც ხაზს უსვამენ ლიბიის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ერთინობის მნიშვნელობას.
თურქი ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი შემდეგ, იტალიის პრემიერის მხრიდან ლიბიის კონფერენციის მონაწილეთა საპატივსაცემოთ გამართულ ვახშამს შეუერთდა. პალერმოში ოქტაის პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ასევე საბერძნეთის პრემიერ მინისტრ ალექსი ჩიპრასთან, ჩეხეთის პრემიერ მინისტრ ანდრეჯ ბაბიცთან, მალტის პრემიერ მინისტრ ჯოზეფ მუსკატთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ლიბიის დელეგაციის წევრებთან