ამერიკელები ტრამპს ძალადობის წახალისებაში სდებენ ბრალს

ეს დაადასტურა საანკეტო გამოკითხვამ

1080912
ამერიკელები ტრამპს ძალადობის წახალისებაში სდებენ ბრალს

 

ამერიკული საზოგადოების ნახევარი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავის განცხადებებში პოლიტიკური ძალადობის წახალისებას ახდენს.

ეს დადასტურებულ იქნა ამერიკულ ტელეარხ ABC-სა და გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მხრიდან ერთობლივად ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, რამაც კამათების ახალ ტალღას შეუწყო ხელი.

ამ საანკეტო გამოკითხვების თანახმად, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 49% აცხადებს, რომ ტრამპი თავის განცხადებებში პოლიტიკურ ძალადობას სტიმულირებას აძლევს. ეს მაჩვენებელი დემოკრატებში 76%-ს აღწევს, რესპუბლიკელებში 19%-ს და დამოუკიდებლებში კი 50%-ს.

როცა ამ კვლევის შედეგების შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს დონალდ ტრამპს, მან მკაცრი რეაქცია გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას ასეთი პასუხი გასცა: "თქვენ ამ კითხვით ძალადობის მიზეზი ხდებით".

თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა კი გამოკვლევის შედეგებს "საშინელი" უწოდა



მსგავსი ინფორმაციები