რომის პაპს ფხენიანში ჩასვლა სურს

იგი კიმისგან ოფიციალურ მიწვევას ელოდება

1072035
რომის პაპს ფხენიანში ჩასვლა სურს

რომის პაპმა ფრანცისკამ განაცხადა, რომ მას სურს უახლოეს თვეებში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ჩრდილოეთ კორეას.

პაპმა ვატიკანში მიიღო სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოონ ჯი, რომელმაც თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეელი კოლეგის, კიმ იონგის მიწვევა გადასცა ფრანცისკას, რაზედაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ოფიციალური მიწვევის მიღების შემთხვევაში აუცილებლად ეწვევა ფხენიანს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში კრძალავს ყველანაირ  რელიგიურ საქმიანობას.

2000 წელს ჩრდილოეთ კორეის იმ დროინდელმა ლიდერმა კიმ იონგ ილმა, რომელიც ახლანდელი ლიდერის მამა იყო, კათოლიკეების იმ პერიოდის სულიერი ლიდერი,  იოანე პავლე მეორე მიიწვია ფხენიანში, მაგრამ, იმის გამო, რომ ფხენიანი კათოლიკეების საქმიანობას კრძალავს, ამიტომაც პაპმა ეს მიწვევა არ მიიღო



მსგავსი ინფორმაციები