ერდოღანი დღეს მოლდავეთს მიემგზავრება
იგი გაგაუზების ავტონომიურ რესპუბლიკასაც ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოლდოვას პრეზიდენტის, იგორ დოდონის მიწვევით, დღეს ამ ქვეყანას 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მისი თურქი კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მათი პირისპირი შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ ჯერ დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი ერდოღანი და დოდონი ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.
ამავე ცნობით ერდოღანს პირისპირი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ასევე მოლდავეთის პრემიერმინისტრ პაველ ფილიპთან და ამ ქვეყანაში შემავალი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ ირინა ვლაჰისთან.
ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ კი ერდოღანი მონაწილეობას მიიღეს თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TIKA-ს მიერ მოლდავეთში განხორციელებული პროექტების საზეიმო გახსნის ცერემონიაში.
"მოლდავური ვიზიტის დროს მხარეები ძირითადად განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და მის ფარგლებში მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოსაც შექმნიან“, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში