ინტერპოლის ხელმძღვანელი გადადგა

იგი დაკარგულად იყო გამოცხადებული

1064230
ინტერპოლის ხელმძღვანელი გადადგა

 

საერთაშორისო პოლიციის სამსახურის, ინტერპოლის ხელმძღვანელი ჰონგ ჰონგვეი თანამდებობიდან გადადგა და ამის შესახებ განცხადება თვით ინტერპოლმა გაავრცელა.

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: "საფრანგეთის ქალაქ ლიონში მოქმედმა ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ 7 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ჰონგვეის გადადგომის შესახებ, ხოლო ახალი ხელმძღვანელის არჩევამდის ამ ორგანიზაციას აღმასრულებელი საბჭოს ყველაზე უხუცესი წევრი, სამხრეთ კორეელი კიმ იონგ იანგი უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი კი 18-21 ნოემბერს გაერთიანებული არაბეთის საემიროებში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე აირჩევა“.

ჰონგვეი გასულ თვეში ჩინეთს სტუმრობდა, სადაც იგი კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ინტერპოლმა კი ამის თაობაზე წინა პარასკევს, მისი მეუღლის მხრიდან მინგის დაკარგვის თაობაზე პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ გაავრცელა.



მსგავსი ინფორმაციები