ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგშიც ცნობილია

ეს პრემია ორმა ამერიკელმა და ერთმა ინგლისელმა გაიყვეს

1061666
ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგშიც ცნობილია

 

შვედეთის სამეფო აკადემია განაგრძობს ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელებას. მედიცინისა და ფიზიკის დარგის შემდეგ ასევე გამოცხადდა ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ქიმიის დარგშიც.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ქიმიის დარგში ჯილდოები გადაეცემათ ამერიკელ ფრენსის არნოლდს და ჯორჯ სმიტს და ინგლისელ გრეგორი უინტერს.

დოქტორმა ფრენსის არნოლდმა ეს ჯილდო დაიმსახურა ახალი ბიოპროდუქციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო ჯორჯ სმიტი და გრეგორ უინტერი კი დაჯილდოვდნენ პეპტიდების და ანტისხეულების ფიგურული გამოსახულების მიგნების გამო.

ნობელის პრემია ლაურეატებს, ყოველწლიურად ალექსანდრე ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო აკადემიის მხრიდან გამართულ ცერემონიაზე ეძლევათ



მსგავსი ინფორმაციები